ავტოსერვისის საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
სრული აღწერა
კომპანია "ჯი ეს ემ მოტორს საქართველო" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
პოზიცია: ავტოსერვისის საწყობის თანამშრომელი
პოზიციის შესახებ:
საწყობის ყოველდღიური ოპერაციების შესრულება, საქონლის მიღება, განთავსება, დაკომპლექტება და გაცემის პროცესებში მონაწილეობა.
შესასრულებელი სამუშაო:
- იმპორტირებული ტვირთის მიღებისა და დაცლის პროცესში მონაწილეობა;
- მიღებული საქონლის გადათვლა, ვიზუალური შემოწმება და დახარისხება;
- ავტოსათადარიგო ნაწილების შესაბამის თაროებზე განთავსება დადგენილი წესის მიხედვით;
- შეკვეთის აგროვება, დახარისხება და გასაცემად გამზადება;
- დეტალების სწორი განლაგებისა და მარკირების წესის დაცვა;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რომელიმე ERP ან სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
საკონტაქტო: hr@gsmmotors.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

