ავტოპარკის კოორდინატორი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
სრული აღწერა
05-11-2026 - 07-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის კოორდინატორის პოზიციაზე,
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ავტოპარკის კონტროლი;
- მცირე ზომის გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მისი მოვლის/ ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის ავტოპარკში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და მათი გადაადგილების კონტროლი;
- კომპანიის ავტოპარკში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის, ტექ. დათვალიერების და პარკირების საშვით უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილება დანიშნულების ადგილზე;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის კორესპონდენციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დანიშნულების ადგილას;
- მეორადი ავტო ნაწილების რეალიზაციის უზრუნველყოფა პირდაპირი ან/და აუქციონის გზით;
- კომპანიის კუთვნილი ავტომობილების ტექნიკურ ვიზუალური გამართულობის უზრუნველყოფა;
- გატოტალებული ავტომობილების გადმოფორმება, შეფასება ბალანსზე ასაყვანად;
- გატოტალებული/კომპანიის ავტომობილების გაყიდვა, გადაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- ავტომობილის აგებულების ცოდნა (ნაწილების ტექნიკური ცოდნა);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- სისწრაფე და ოპერატიულობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ალფა" სამედიცინო ჰოლდინგ "ავერსი"-ს შვილობილი კომპანიაა.
ალფა დაარსდა 2009 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია მუდმივად განვვითარდეთ თქვენი სურვილების შესაბამისად და უზრუნველვყოთ თქვენი სიმშვიდე.
ალფა დაზღვევა აცხედებს ვაკანსიას ავტოპარკის კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

