ავტომობილის მოვლის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, 8 საათი
- მისამართი
- თბილისი, კომპანიის განსაზღვრული მომსახურების ლოკაციები
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,საპენსიო წილის ანაზღაურება,ბონუსები და წახალისება
სრული აღწერა
GeoWash Georgia აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის მოვლის სპეციალისტის პოზიციაზე.
GeoWash არის გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი ავტომობილის მოვლის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც სფეროში თანამედროვე და ინოვაციურ მომსახურების კონცეფციას ავითარებს.
ბრენდის საქმიანობა ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროფესიულ აღჭურვილობასა და საერთაშორისო მომსახურების სტანდარტებს, რაც ქმნის განსხვავებულ მიდგომას ავტომობილის მოვლის სფეროში.
GeoWash Georgia საქართველოში განვითარების ახალ ეტაპს იწყებს და გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლებს.
ანაზღაურება და პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1,500 ლარი Gross
- ყოველთვიური Performance Bonus
- მაღალი შედეგების შემთხვევაში ჯამური Gross ანაზღაურება — 2,500+ ლარი
- მომხმარებლისგან მიღებული Tips სრულად რჩება თანამშრომელს
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის განსაზღვრული მომსახურების ლოკაციები
- კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი სრული პროფესიული ტრენინგი
- სამუშაოსთვის საჭირო ყველა მოწყობილობა, მასალა და ინვენტარი უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ
ძირითადი მოვალეობები
- ავტომობილების წმენდა და მოვლა GeoWash-ის სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების შესაბამისად;
- თითოეული მომსახურების ხარისხიანად და დროულად შესრულება;
- მომხმარებელთან პროფესიონალური და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
- სამუშაო მოწყობილობებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა;
- სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის მოწესრიგება.
რას ველით კანდიდატისგან
- პასუხისმგებლობასა და პუნქტუალურობას;
- დეტალებზე ყურადღებას და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარს;
- დამოუკიდებლად და ორგანიზებულად მუშაობის უნარს;
- აქტიური სამუშაოსთვის მზადყოფნას;
- შედეგზე ორიენტირებულობას.
- ავტომობილის მოვლის ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს და სრულად შეისწავლიან GeoWash-ის სამუშაო პროცესსა და მომსახურების სტანდარტებს.
როგორ მუშაობს ბონუსი
ფიქსირებულ 1,500 ლარ Gross ანაზღაურებას ემატება შესრულებული მომსახურებების რაოდენობაზე დამოკიდებული ყოველთვიური ბონუსი.
ბონუსის სისტემა შექმნილია ისე, რომ მაღალი შედეგი პირდაპირ აისახოს თანამშრომლის შემოსავალზე. მაღალი პროდუქტიულობის შემთხვევაში ჯამური Gross ანაზღაურება შესაძლებელია 2,500 ლარს გადააჭარბოს.
მომხმარებლისგან მიღებული Tips არ შედის ბონუსის გამოთვლაში და სრულად რჩება თანამშრომელს.
GeoWash Georgia გთავაზობთ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ბრენდის საქართველოში განვითარების პროცესის ნაწილი, მიიღოთ პროფესიული ტრენინგი, ჯანმრთელობის დაზღვევა და საკუთარი შედეგის შესაბამისად გაზარდოთ ყოველთვიური შემოსავალი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: careers@geowash.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995511138816
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
- სტუდენტებისთვის
- დიახ
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1,500 ლარი Gross ფიქსირებულ 1,500 ლარ Gross ანაზღაურებას ემატება შესრულებული მომსახურებების რაოდენობაზე დამოკიდებული ყოველთვიური ბონუსი. ბონუსის სისტემა შექმნილია ისე, რომ მაღალი შედეგი პირდაპირ აისახოს თანამშრომლის შემოსავალზე. მაღალი პროდუქტიულობის შემთხვევაში ჯამური Gross ანაზღაურება შესაძლებელია 2,500 ლარს გადააჭარბოს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

