ავტომანქანის მიმღები ოპერატორი
- ქალაქი
- წეროვანი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი
სრული აღწერა
კომპანია "ლაიონ ტრანს"-ი წეროვანში აცხადებს ვაკანსიას: ავტომანქანის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ბელიაშვილის ქუჩიდან
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული მანქანის მიღება როგორც სადგომის ტერიტორიაზე ასევე სატერმინალო ზონაში
- შემოსული ავტომანქანის დეტალური აღწერა (გარეგანი დათვალიერება, ვიზუალური დაზიანებების აღწერა და ა.შ)
- შემოსული ავტომანქანის დასურათება და აღნიშნული ფოტოსურათების შესაბამის ბაზაში ატვირთვა)
- შემოსული ავტომანქანის დოკუმენტაციის წარმოება (მიღება-ჩაბარების აქტი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:hr@liontrans.com. გთხოვთ, აუცილებლად სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
