ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
სრული აღწერა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
· ფიზიკური სამუშაოების შესრულება რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საწყობის საქმიანობასთან;
· სამუშაო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მართვის ცოდნა სავალდებულოა;
პიროვნული თვისებები:
· კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
· პუნქტუალურობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
· გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
· ანაზღაურება: 1200 ლარი;
· ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
· კვება;
· FitPass;
· უფასო ტრანსპორტირება.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დომინო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

