ავტო სერვისებთან ურთიერთობის მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ავტო სერვისებთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ავტო სერვისებთან ურთიერთობის მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის პროვაიდერ სერვისცენტრებთან მუდმივი კომუნიკაციის წარმოება;
- ახალი სერვის ცენტრების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება;
- არა ბრენდული სერვისცენტრებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების (პროვაიდერი ავტოსერვის ცენტრის ძირითადი სტანდარტების) ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი, რეპორტინგი და შემოწმების ჩატარებაში მხარდაჭერა. გამოვლენილ ხერვეზებზე რეკომენდაციების და მოთხოვნების განსაზღვრა, სერვის ცენტრთან განხილვა და გამოსწორების ვადების განსაზღვრა;
- სერვისცენტრებთან ბრუნვების მონიტორინგი, აუქციონების ანალიზი, რეპორტების მომზადება;
- ავტომობილის შეფასების სერვისცენტრში გავლა/გადამოწმება, 10,000 ლარზე დიდი ოდენობის ინვოისის სერვისცენტრთან შეჯერება და ზარალების მენეჯერისთვის დადასტურება;
- სერვისცენტრებში შესაკეთებლად გაგზავნილი ავტომობილების აღრიცხვა, ცენტრების დატვირთულობის და რიგების მონიტორინგი;
- დაზიანებული ავტომობილების შეკეთების ვადების და ხარისხის კონტროლი/აღრიცხვა;
- ავტომობილის შეკეთების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კლიენტისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- შეკეთებული ავტომობილის კლიენტისთვის ჩაბარების პროცესისთვის მეთვალყურეობა;
- შესაცვლელი ნაწილების მონტაჟის რეალობის და შეკეთების ხარისხის კონტროლი;
- სერვისცენტრებიდან ჩასანაცვლებელი/დასაბრუნებელი ნაწილების კონტროლი კერძოდ, რამდენად მოხდა ინვოისით განსაზღვრული შესაცვლელი ნაწილების შეცვლა;
- კომპანიის მიერ ახალი სისტემების დანერგვაში მონაწილეობის მიღება და მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება;
- გაქვს მომსახურების სფეროში მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- იცი სადაზღვევო ბაზარი;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office პროგრამები;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხიმგებლიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 8 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო სერვისებთან ურთიერთობის მენეჯერი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება


