ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-18:00 (ორშ–პარ)
- მისამართი
- თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
· ავტო სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევის ადგილზე გასვლა;
· კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
· შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
· საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და სადაზღვევო შემთხვევების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
· დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
· კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, სადაზღვევო შემთხვევის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში ან კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით;
· უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისური და რუსული ენების საკმუნიკაციო დონეზე ცოდნა;
· B კატეგორიის მართვის მოწმობა.
აუცილებელი უნარები:
· დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
· აქტიური მოსმენის უნარი
· ორგანიზებულობა
· დეტალებზე ორიენტირებულობა
· კეთილგანწყობილი და თავაზიანი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

