ავტო გაყიდვების ოპერატორი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
კომპანია: სს "კრედო ბანკი"
პოზიცია: ავტო გაყიდვების ოპერატორი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
პოზიციის მიზანი
მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, ავტო პროდუქტების პირობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება , კონსულტირება.
სპეციფიური პასუხისმგებლობები
- მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება ავტო პროდუქტების, პირობების, სერვისების შესახებ;
- პოტენციური მომხმარებელთათვის ავტო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით ;
- მომხმარებელთათვის პროდუქტ(ებ)ის უნიკალურობის, დადებითი მხარეებისა და სარგებლის თვალსაჩინოდ მიწოდება;
- მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება ;
- მომხმარებლის დაინტერესება, კრედო ბანკის ავტო სესხი /ავტო ლომბარდის განაცხადის დარეგისტრირება;
- მომხმარებლებთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია ;
- ყოველთვიური გეგმის შესრულება
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
განათლება: უმაღლესი;
სამუშაო გამოცდილება:
- სატელეფონო ცენტრში ან ფრონტ ოფისში, მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი;
ცოდნა და უნარები:
- ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
- გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურობა;
- მიზანსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2026 წელი
კატეგორია: საოფისე / ოპერატორი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ქართული (თავისუფლად), ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
