ავტო ელექტრიკოსი
- მისამართი
- ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3
სრული აღწერა
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ელექტრიკოსის პოზიციაზე.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებგვერდი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ელექტრო დაზიანების დიაგნოსტიკა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ჰიდრავლიკური დაზიანების დიაგნოსტიკა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა ან შეკეთება;
- ყველა აუცილებელი საქმიანობის შესრულება, რაც დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების ელექტრობასთან;
- ელექტრომოწყობილობის, ელექტრო ქსელებისა და მოწყობილობების უწყვეტი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
