ავტო დაკრედიტების ოფიცერი - რუსთავი
- მისამართი
- რუსთავის ავტობაზრობის ფილიალი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- ბენეფიტები
- · პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" ქ. რუსთავში აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო დაკრედიტების ოფიცერი.
- სამუშაო ადგილი: რუსთავის ავტობაზრობის ფილიალი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ვაკანსიის რაოდენობა: 1
ჩვენ გთავაზობთ:
· პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
· მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- ავტოსესხების/განვადებების დამუშავება/გაცემა;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
- პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- ავტო-სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, შეფასება და საბაზრო ღირებულების დადგენა;
- კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
- საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
- პოტენციური მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გააკეთეთ განაცხადი 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ავტო დაკრედიტების ოფიცერი.
ქალაქი: რუსთავი
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- დაზღვევა, ბანკები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

