ავეჯის კონსტრუქტორი - ქუთაისი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად
გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: imeri.selfrecruit.ge — ბმულის გახსნა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ავეჯის კონსტრუქტორი
შპს „იმერი“ აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის (დამპროექტებლის) პოზიციაზე.
ვეძებთ საქმის მცოდნე და ყურადღებიან სპეციალისტს, რომელიც დიზაინის მიხედვით მოამზადებს ავეჯის ზუსტ ტექნიკურ ნახაზებსა და საწარმოო დეტალიზაციას.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით, შესაძლებელია ადგილზე გასაუბრება)
რა გევალებათ:
- ავეჯის (სამზარეულოები, კარადები, საძინებლები და ინდივიდუალური შეკვეთები) კონსტრუირება და დაპროექტება;
- დიზაინერის ესკიზების მიხედვით სამუშაო ნახაზების, ჭრის რუკებისა და დეტალიზაციის მომზადება;
- საჭირო ფურნიტურის, მექანიზმებისა და მასალების ზუსტი გათვლა და სპეციფიკაციის შედგენა;
- საწარმოო საამქროსთან და ხელოსნებთან მჭიდრო კავშირი — პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე ზომების გადამოწმება და დაზუსტება.
რას ვითხოვთ:
- ავეჯის კონსტრუირების/დაპროექტების გამოცდილებას;
- ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აწყობის ტექნოლოგიების კარგად ცოდნას;
- მილიმეტრულ სიზუსტეს, დეტალებზე ორიენტირებულობასა და პასუხისმგებლობას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
595 003 256
კატეგორია: მშენებლობა / კონსტრუქტორი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
განათლება: specialist
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
