ავეჯის ამწყობი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
სრული აღწერა
ავეჯის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე
ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელსაც აქვს მზა, ჩამოტანილი ავეჯის აწყობის პრაქტიკული გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- საწყისი ანაზღაურება — 2 000 ლარი. საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. გათვალისწინებულია ბონუსებიც;
- დასვენება — კვირაში 1 დღე;
- საწყობის მდებარეობა — დიდი დიღომი.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში ავეჯის კოდების მიხედვით მოძიება და შეკვეთების მომზადება;
- ავეჯის მომხმარებლის მისამართზე მიტანა და აწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში, ავეჯის შოურუმში აწყობა და განთავსება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება — აუცილებელია;
- ავეჯის აწყობის ტექნიკისა და შესაბამისი ხელსაწყოების ცოდნა;
- სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კანდიდატი საბოლოოდ შეირჩევა გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 599 966 600
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- კატეგორია
- ზოგადი ტექნიკური პერსონალი
- ანაზღაურების პირობები
- საწყისი 2 000 ლარი. საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. გათვალისწინებულია ბონუსებიც;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
