აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექციის (დეპარტამენტი) სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექციის (დეპარტამენტი) სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
კატეგორია:
შიდა აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
4
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ეცნობა სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას;
- კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სხვადასხვა გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
- ეცნობა სამსახურებრივ დოკუმენტაციას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
- დადგენილ ვადებში ასრულებს ყველა დავალებას, რომელიც მას ეკისრება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
- ესწრება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს;
- იცავს სურსათის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
- სტაჟიორი ანგარიშვალდებულია სტურუქტურლი ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
სამართლის, ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან/და ფინანსების სპეციალობით
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს შრომის კოდექსი (I კარი და II კარი).
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV, VI თავები).
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი 0159, მარშალ გელოვანის გამ. №36ა
საკონტაქტო ტელეფონები:
555372113; 551680010; 598984774
საკონტაქტო პირი:
გალაქტიონ კაპანაძე; მარინე ფოცხიშვილი; თინათინ ელგანდაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური;
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;
წინამდებარე ვაკანსია კონსოლიდირებულია და მოიცავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რამდენიმე სამმართველოს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული სტაჟიორები გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით გადანაწილდებიან სამმართველოებს შორის, წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად:
- შიდა აუდიტის სამმართველო - 2;
- სამსახურებრივი ინსპექტირების სამმართველო - 2;
სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს:
- კანდიდატმა vacancy.hr.gov.ge-ის განათლების ველში უნდა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესია, ხოლო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სახით ატვირთოს დიპლომის ასლი ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა. უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება სასურველი სტრუქტურული ერთეული და ასახული იქნება სტაჟირების გავლის მოტივაცია, შესაბამისი საქმიანობის მიმართ ინტერესი და პროფესიული განვითარების მიზნები.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ამასთან, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების/გამოთხოვის თაობაზე.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
კონკურსის ეტაპების შესახებ ინფორმაცია და კანდიდატებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება რეზიუმეში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას განახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია, არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
