აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექციის (დეპარტამენტი) სამსახურებრივი ინსპექტირების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექციის (დეპარტამენტი) სამსახურებრივი ინსპექტირების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
კატეგორია:
შიდა კონტროლი
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მონაწილეობს ინსპექციის (დეპარტამენტის) მუშაობაში და ასრულებს ინსპექციის (დეპარტამენტის) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ინსპექციის (დეპარტამენტის) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილისა და სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებებსა და დავალებებს;
- მონაწილეობს სააგენტოში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში;
- მონაწილეობს სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებაში;
- მონაწილეობს სააგენტოს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებაში, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაში;
- მონაწილეობს სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლში და ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენაში;
- მონაწილეობს სააგენტოში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლში, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენაში, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლაში;
- უზრუნველყოფს სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის მიწოდებას შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
- მონაწილეობს სხვა საქმიანობაში, რომელიც გამომდინარეობს სააგენტოს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუციის პირველი და მე-2 თავები;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV, VI თავები);
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის #2-107 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36ა
საკონტაქტო ტელეფონები:
555372113; 598984774
საკონტაქტო პირი:
გალაქტიონ კაპანაძე, თინათინ ელგანდაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
ა) შიდა კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ბ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Outlook, Microsoft power point, Microsoft excel);
დ) სასურველია ავტომანქანის მართვის უფლების ქონა.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი და სამოტივაციო წერილი.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს ატვირთული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, არ დაიშვება კონკურსის მეორე ეტაპზე.
კონკურსის ეტაპების შესახებ ინფორმაცია და კანდიდატებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება რეზიუმეში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
