აუდიტორი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 – 18:00 (ორშ–პარ)
- მისამართი
- თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სრული აღწერა
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე, შიდა აუდიტის სამსახურში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
პოზიციის ზოგადი აღწერა
პოზიცია გულისხმობს კომპანიაში არსებული შიდა პროცესების, პროცედურების და ზოგადი გარემოს შესწავლას და შეფასებას მათი გაუმჯობესების მიზნით. ასევე, თავისი საქმიანობით, ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში კომპანიის/მენეჯმენტის მხარდაჭერას. აღნიშნული პოზიცია მოიაზრებს სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან ინტენსიურ და აქტიურ კომუნიკაციას, მათ მხარეს არსებულ ბიზნეს პროცესებში როგორც კონტროლის გარემოს გაუმჯობესების, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
· აუდიტის სასამხურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
· რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწალა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
· გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
· გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
· დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
· თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
· წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება;
· პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
· სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა;
· სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადახვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
· კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
· არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება მათემატიკური, ეკონომიკური, ბიზნესის და ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით;
· ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამუშაო გამოცდილება აუდიტის, შიდა კონტროლის, სადაზღვევო ან საბანკო სექტორში პროცედურული ან ბიზნესს ანალიზის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
· MS Office -ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
· ინგლისურის კარგად ცოდნა (გამართულად წერის და საუბრის უნარი).
ძირითადი უნარები:
· ანალიტიკური აზროვნება;
· ობიექტურობა;
· კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის მართვა/შენახვა;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· აქტიური მოსმენის უნარი;
· თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
· დელატებზე ორიენტირებული;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· ორგანიზებული და მოწესრიგებული;
· დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - აუდიტორი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

