აუდიტისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
- ანაზღაურება
- 5 280 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
აუდიტისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს მიზანია მოქალაქეთა დასაქმებაში ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.
კატეგორია:
შიდა აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
29.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5280 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სააგენტოს მიერ წარმოებული საქმიანობის მართებულობისათვის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენებისათვის, მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, რისკების ანალიზი, სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა ობიექტური შემოწმებისა და შეფასების საშუალებით;
ბ) სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი;
დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საჩივარ-განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ე) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის/ინფორმაციის შედგენა და სააგენტოს ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
ზ) სააგენტოს სერვისების და პროგრამების შესაბამისობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და რეკომენდაციების მომზადება.
თ) სააგენტოს ყველა სერვისისა და პროგრამისთვის შესაბამისი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, აღნიშნული სისტემის პერიოდული განახლება;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციაზე რეაგირება.
კ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საჯარო ინფორმაციის მიწოდება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის;
- ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM);
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA);
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630-ე დადგენილება;
- „მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის N 70-ე დადგენილება;
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 02 აპრილის N120-ე დადგენილება;
- სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მ. ასათიანის N9 / ა. წერეთლის გამზ. 144
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 574 777 720
საკონტაქტო პირი:
ხათუნა გულიტაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- ინსპექტირების ან/და ზედამხედველობის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერული მიმართულებით;
- საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს აუდიტისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- „სამოტივაციო წერილი“ - ამ თანამდებობაზე კანდიდატის შესაბამისობის შესახებ;
- კონკურსანტმა ასევე, უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 რეკომენდატორი, რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
- კონკურსის ეტაპების/შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით გასაუბრების საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
