აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის პროფესიული განათლების ზედამხედველობისა და რეესტრების წარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- 4 960 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის პროფესიული განათლების ზედამხედველობისა და რეესტრების წარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.saras.gov.ge.
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
05.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4960 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობაში და წარმართვაში მონაწილეობა;
- სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ სამსახურის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
- სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
- სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება;
- სამმართველოს მუშაობის ორგანიზების, საჯარო მოხელეების წახალისებისა და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- სამმართველოს თანამშრომელთა სამოქმედო გეგმების შეთანხმება, ტრეინინგების საჭიროებების გამოვლენა და დაგეგმვა;
- სამმართველოს მუშაობისათვის საჭირო სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის დაგეგმვაზე კონტროლი;
- სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა.
- აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრის მართვაში ხელმძღვანელობა და მონაწილეობა;
- რეესტრის მართვასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების უზრუნველყოფის (მესამე პირებთან ურთიერთობების ჩათვლით) ხელმძღვანელობა და მონაწილეობა;;
- რეესტრში ასახული ინფორმაციისა და სარეგისტრაციო წარმოების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისათვის მიწოდების პროცესის მართვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების ან სამართალდარღვევათა აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებათა დაგეგმვის მიზნით;
- რეესტრის მართვასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების წარმართვის და შესაბამის ბრძანებების პროექტებზე კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადების ხელმძღვანელობა;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
- აუდიტორის/აუდიტორული ფირმის, პროფესიულ ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული, შესაძლო რისკების მართვისა და გამოვლენის ხელმძღვანელობა;
- აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA), მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა(მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით);
- ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა (მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით);
- აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა (მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით);
- პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების ხელმძღვანელობა;
- პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიმართ მოთხოვნების შესრულებისა და პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების პროცესში გამოვლენილ სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისათვის მიწოდების მართვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების ან სამართალდარღვევათა აღმოფხვრისათვის შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვის მიზნით;
- სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესის , განგრძობითი განათლების აღიარების და განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების საგნების ჩათვლის პროცესების მართვა;
- აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების რეესტრების მართვისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების (მესამე პირებთან ურთიერთობების ჩათვლით) ხელმძღვანელობა.
- სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურთან არსებული საბჭოს მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე შესაბამისი წინადადებების/პოზიციის მომზადებაში ჩართულობა;
- კანონით განსაზღვრულ პროფესიულ ორგანიზაციებთან, აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის წარმომადგენლობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა საბჭოში/სასამართლოში;
- მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, აუდიტისა და პროფესიული განათლების დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მითითებების, დავალებებისა და სხვა ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
პროფესია:
ეკონომიკა ან ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის;
- ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM);
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA);
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N17ე, X სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
599857296
საკონტაქტო პირი:
თამუნა სულხანიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) სწავლების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
შემდეგი უნარ-ჩვევები:
- პროექტის მართვის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- არგუმენტირებული კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კოლეგიალურობა.
სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე - www.vacancy.hr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს აუცილებლად უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ ქართულ ენაზე შედგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში აუცილებლად უნდა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- განცხადების გადარჩევა - მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას კომისიის მიერ შეფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნა და მიზნები, ხედვები, მოტივაცია. შემდეგ ეტაპზე გადავლენ კომისიის წევრების უმეტესობის მიერ მოწონებული კანდიდატები);
- წერითი დავალება (კანდიდატს მიეცემა წერილობითი დავალება აუდიტის ჩატარების პრაქტიკული ცოდნის, პროფესიული სერტიფიცირების და პროფესიული ეთიკის ცოდნის და წერითი უნარების დადგენის მიზნით - დავალება შესრულდება ქართულ ენაზე) და ტესტირება და გასაუბრება ინგლისურ ენაში;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
