აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგისა და მოკვლევის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი)
- ანაზღაურება
- 6 715 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგისა და მოკვლევის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.saras.gov.ge.
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
05.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
6715 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგში მონაწილეობა და აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ მოკვლევაში მონაწილეობა. სამსახურის ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან მიმართებით მონიტორინგის/მოკვლევის ინიცირებაში მონაწილეობა;
- აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
- ხარისხის მართვის სისტემის ან ცალკეული გარიგების პარტნიორის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებების განხილვა და მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის/დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის/მონიტორინგისა და მოკვლევის სამმართველოს ხელმძღვანელისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; აუდიტორის/აუდიტორული ფირმის, პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული, შესაძლო რისკების გამოვლენასა და მართვაში მონაწილეობა;
- აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრის მართვასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების, მონაცემების შეგროვების, წესების შემუშავება-განახლების, რეესტრების წარმოების პროცესის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრში ასახული ინფორმაციის მონიტორინგის, სარეგისტრაციო წარმოების, ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის და/ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ მოკვლევის დროს გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგისა და მოკვლევის სამმართველოს ხელმძღვანელის, დეპარტამენტის უფროსისა და სამსახურის უფროსისათვის მიწოდება, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების ან აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების შესრულებაში მონაწილეობა;
- ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგისა და მოკვლევის მეთოდოლოგიების/წესების განახლებაში მონაწილეობა;
- დეპარტამენტის ზედამხედველობის სფეროთი მოცული საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების სამოქმედოდ შემოღებასთან/შემუშავებასთან დაკავშირებული პროცესების შესრულებაში მონაწილეობა (მათ შორის, მესამე პირებთან ურთიერთობის დაგემგვაში, მოლაპარაკებების წარმართვაში, შესრულების მონიტორინგსა და შედეგების მიღებაში);
- პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართულებით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაში მონაწილეობა;
- მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურის უფროსის, აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მონიტორინგისა და მოკვლევის სამმართველოს ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
პროფესია:
ეკონომიკა ან ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის;
- ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM);
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA);
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N17ე, X სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
599857296
საკონტაქტო პირი:
თამუნა სულხანიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
აუცილებელია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) მიხედვით აუდიტის ჩატარების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
შემდეგი უნარ-ჩვევები:
- პროექტის მართვის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- არგუმენტირებული კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კოლეგიალურობა.
სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს აუცილებლად უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ ქართულ ენაზე შედგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში აუცილებლად უნდა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- განცხადების გადარჩევა - მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას კომისიის მიერ შეფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნა და მიზნები, ხედვები, მოტივაცია. შემდეგ ეტაპზე გადავლენ კომისიის წევრების უმეტესობის მიერ მოწონებული კანდიდატები);
- წერითი დავალება (კანდიდატს მიეცემა წერილობითი დავალება აუდიტის ჩატარების პრაქტიკული ცოდნისა და წერითი უნარების დადგენის მიზნით - დავალება შესრულდება ქართულ ენაზე) და ტესტირება და გასაუბრება ინგლისურ ენაში;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
