აუდიტის მენეჯერი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 23 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს სტუმართმასპინზძლობისა და უძრავი ქონების დეველოპმენტის ინდუსტრიაში, ვეძებთ აუდიტის მენეჯერს თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- შეაფასოს და გაანალიზოს რისკები შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების გზით, გამოავლინოს არსებითი რისკები, მოახდინოს მათი პრიორიტეტიზაცია ანალიზისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს წინა რისკების შეფასებები.
- აუდიტორული შემოწმების გეგმის შემუშავება/განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან;
- აუდიტის ყოველ ეტაპზე (დაგეგმვა, ტესტირება, შედეგები) შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება დეპარტამენტში დამტკიცებულ შესაბამის სამუშაო ფორმებში;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება (სიტყვიერი და/ან წერილობითი ფორმით) უშუალო ხელმძღვანელთან;
- გაანალიზოს და შეაფასოს პოტენციური შეუსაბამობები/ხარვეზები — გამოავლინოს რისკები, შეაფასოს მათი მნიშვნელობა, დაადგინოს გამომწვევი მიზეზები და ითანამშრომლოს მენეჯმენტთან მაკორექტირებელი მოქმედებების შესამუშავებლად. შეიმუშაოს და დაასაბუთოს დასკვნები, უზრუნველყოს საბოლოო კომუნიკაციის სიცხადე, სიზუსტე და ობიექტურობა უშუალო ხელმძღვანელის ავტორიზაციით. გაუწიოს მონიტორინგი მენეჯმენტის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესს. დამატებითი ანალიზის საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს შესაბამისი კორექტირებები და მიიღოს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობა;
- ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი - ეკონომიკა, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი; ბიზნესის ადმინისტრირება;
- ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან 2 წელი უფროსი აუდიტის პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე მითითებულ მისამართზე: recruitment2@hh.ge
წარმატებებს გისურვებთ!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 5 წლიდან
- საგანმანათლებლო პროგრამები
- ფინანსები (რუსულენოვანი)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

