აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- იურიდიული ან/და ინსპექტირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემაში სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო საგამოცდო პროცესების წარმართვას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ორგანიზებას უწევს და ატარებს ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და სხვა გამოცდებს/ტესტირებებს.
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;
ბ) ცენტრის შიდა წესების, სამსახურებრივი ეთიკის მოთხოვნების, შრომის დისციპლინის, დაშვების რეჟიმებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვის შემოწმების მიზნით ინსპექტირების განხორციელება;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურებრივი ინსპექტირებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების, მონაცემებისა და დოკუმენტაციის შეგროვება, შესწავლა და ანალიზი;
დ) სამსახურებრივი გადაცდომის, დისციპლინური დარღვევის, ეთიკის ნორმების დარღვევის ან/და ცენტრის მიზნებთან/შიდა წესებთან შეუსაბამო ქმედების ფაქტობრივი შემოწმებისა და შესაბამისი მასალების შესაგროვებლად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
ე) დაუშვებელი ქცევის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, ცენტრის შინაგანაწესის, ეთიკის ნორმებისა და ცენტრში მოქმედი სხვა წესების დაცვის კონტროლის მიზნით აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი დასკვნის შედგენა;
ვ) თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა, შესწავლა და შესაბამისი ცნობების მომზადება;
ზ) გამოვლენილი დარღვევების არსის, მასშტაბის, გავლენისა და გამომწვევი გარემოებების შეფასება და ინსპექტირების ფარგლებში დამადასტურებელი მტკიცებულებების ფორმირება;
თ) სამსახურებრივი ინსპექტირების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ანალიტიკური მასალის, ცნობების, სამუშაო და დამადასტურებელი დოკუმენტაციის შედგენა;
ი) ინსპექტირების დასკვნის მოსამზადებლად საჭირო მასალების მოწესრიგება და სისტემატიზაცია, დასკვნის პროექტის შედგენა და დადგენილი წესით სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური წარმოების განხორციელება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტირების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად საჭირო მონაცემების შეგროვება;
მ) ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების, რისკებისა და პრობლემების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ნ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დოკუმენტების პროექტებისა და მოხსენებითი ბარათების მომზადება;
ო) ცენტრის დირექტორისა და აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანება;
ზ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულება;.
თ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის №9
საკონტაქტო ტელეფონები:
2 473333 (შიდა 7414)
საკონტაქტო პირი:
მადონა ითაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია იურიდიული ან/და ინსპექტირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა სახელმწიფო ენის ცოდნა;
- კომპეტენციები/უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპლექსური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით);
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა);
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორი (სახელი და გვარი, სამუშაო პოზიცია და საკონტაქტო ტელეფონი);
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. № 9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოეთხოვება მამაკაცებს 17-დან 27 წლამდე).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
