Telegraph Hotelაუდიო -ვიზუალური ტექნიკოსი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სამუშაო აღწერა: აუდიო ვიზუალური ტექნიკოსი
მოკლე მიმოხილვა:
აუდიო ტექნიკოსი პასუხისმგებელია აუდიო სისტემებისა და მოწყობილობების მონტაჟზე, კონფიგურაციასა და ექსპლუატაციაზე. მისი როლი მოიცავს ცოცხალი ღონისძიებების, ჩანაწერების, სტრიმინგისა და სტუდიური სესიების ტექნიკურ მხარდაჭერას, ხმის ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას და ტექნიკური პრობლემების სწრაფად აღმოფხვრას.
ძირითადი მოვალეობები:
- აუდიო მოწყობილობების (მაგ., მიკროფონები, კონსოლები, პრეამპები, მონიტორები, PA სისტემები) მონტაჟი, კონფიგურაცია და ტესტირება.
- აუდიო მიქსინგი ცოცხალი ღონისძიებებისთვის და ჩანაწერებისთვის, ლეველებისა და გეინ სტრუქტურის მართვა.
- აუდიო სიგნალის მარშრუტიზაცია, პატჩინგი და სისტემის ოპტიმიზაცია.
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი სწრაფი აღმოფხვრა (მაგ., ხმაურის, ლატენტობისა და RF ინტერფერენციის).
- მოწყობილობების რეგულარული მოვლა, კალიბრაცია და ინვენტარიზაცია.
- უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (აუდიო ტექნიკოსი, ფოე/მონიტორინგის ინჟინერი ან სხვა).
- ანალოგური და ციფრული აუდიო კონსოლებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., Yamaha, Allen & Heath, Soundcraft, Avid).
- DAW სისტემებისა და აუდიო ინტერფეისებთან მუშაობის ცოდნა (Pro Tools, Reaper, Logic და სხვ.).
- აუდიო სიგნალის ნაკადის, გეინ სტრუქტურის, ფაზის და აკუსტიკის პრინციპების ცოდნა.
- მიკროფონების ტიპებისა და მათი სწორი გამოყენების პრაქტიკული ცოდნა.
- RF სისტემებისა და ინტერფერენციის პრევენციის საბაზისო უნარები.
- ქსელური აუდიო პრინციპების საბაზისო ცოდნა (IP addressing, clocking და Dante Controller-ის გამოყენება).
- პროცესზე პასუხისმგებლობა, ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- მოქნილობა სამუშაო დროის დაკავშირებით (საღამოები, შაბათ-კვირა, მონტაჟი/დემონტაჟი).
- ქართული ენის კარგად ფლობა და ინგლისური ტექნიკური მასალის წაკითხვის უნარი.
- ფიზიკური გამძლეობა და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სასტუმრო ტელეგრაფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - აუდიო -ვიზუალური ტექნიკოსი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
