ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი
- ანაზღაურება
- 1 250–2 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
- სამუშაო გრაფიკი
- არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება
- ბენეფიტები
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას · კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას · კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
სრული აღწერა
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით.
"ბს/2" ჯორჯია bs2.lt — ბმულის გახსნა წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai 5ci.lt — ბმულის გახსნა" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More www.youtube.com — ბმულის გახსნა
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
- მოწყობილობების დაკავშირება სისტემურ ქსელებთან ან/და მათი გამართვა;
- მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
- ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
- ასევე EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
- საბონუსე სისტემას შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
- სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
- საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1250-2000₾;
- საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას;
- საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
- პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
- სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
- ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ATM ბანკომატების და PayBoxჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი,
ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

