George Keburia
ადმინისტრაციაატელიეს საოპერაციო კოორდინატორი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, სოლოლაკი
სრული აღწერა
ქართული მოდის ბრენდი "KEBURIA" აცხადებს ვაკანსიას ატელიეს საოპერაციო კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიცია მოიცავს ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებას, წარმოების პროცესების კოორდინაციას, მარაგების აღრიცხვასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
- ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და საწარმოო გუნდთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესების გამართულად წარმართვისთვის;
- წარმოების პროცესის მონიტორინგი, ვადების კონტროლი და შეკვეთების დროულად მომზადების კოორდინაცია;
- მარაგების და პროდუქციის აღრიცხვა;
- ონლაინ შეკვეთების დამუშავება, შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება;
- გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადება და საკურიერო მომსახურების ორგანიზება;
- ლოგისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და გზავნილების თრექინგი;
- სტილისტებისთვის, ფოტოსესიებისა და PR აქტივობებისთვის პროდუქციის მომზადებისა და გაგზავნის კოორდინაცია, მათ შორის დაბრუნებული ნივთების მიღება და მდგომარეობის შემოწმება;
- ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო საქმიანობის, ადმინისტრირების, ლოგისტიკის, ვაჭრობის ან მსგავს სფეროში;
- კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Google Sheets-ის, კარგი ცოდნა.
ადგილმდებარეობა: სოლოლაკი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე info@georgekeburia.com და სათაურში მიუთითოთ: Atelier Operations Coordinator.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
