„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მასწავლებელი
- ანაზღაურება
- 1 600 ₾
- მთავარი მოთხოვნა
- კონკურსში მონაწილეობის მსურველი აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მასწავლებელი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით დეფიციტის შევსება განსაზღვრული დროით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ზოგადი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
80
ფუნქციები:
შერჩეულ საჯარო სკოლაში
1.ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნების სწავლება;
2.არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
3.მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების შესრულება;
ცენტრში:
1.ყოველი სემესტრის დაწყებამდე საგაკვეთილო ცხრილისა და ყოველი სემესტრის ბოლოს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ სემესტრული ანგარიშის წარმოდგენა;
2.ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართვა;
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ და ეროვნული სასწავლო გეგმა
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი N6
საკონტაქტო ტელეფონები:
0322 200 220 49-06 (მობ: 595 51 71 06)
საკონტაქტო პირი:
ხატია პირველი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა კონკურსში მონაწილეობის მსურველი აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
- უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი;
- უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
- უნდა იყო 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული საგნის გამოცდა;
- უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ენების ცოდნა:
•ქართული ენის გამართული ცოდნა;
•გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაცია;
•წაკითხულისა და მოსმენილის გააზრება;
ცოდნა/კომპეტენცია:
•,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 სექტემბრის N125/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული კომპეტენციები.
კომპიუტერული პროგრამები:
- Microsoft programs: Word, Excel, PowerPoint, Outlook, Teams-ის -ის გამოყენების უნარი.
სასურველი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება განათლების სისტემაში;
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა კანდიდატმა დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სასურველი რეგიონი/რეგიონები და საგანი/საგნები.
კონკურსი ცხადდება შემდეგ რეგიონებში:
- აჭარა
- გურია
- იმერეთი
- კახეთი
- სამცხე-ჯავახეთი
- ქვემო ქართლი.
- მცხეთა-მთიანეთი
- სამეგრელო - ზემო სვანეთი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
და შემდეგ საგნებში:
- ბიოლოგია
- ინგლისური ენა
- მათემატიკა
- მუსიკა
- მოქალაქეობა
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- სპორტი
- ფიზიკა
- ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I - IV კლ)
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ქიმია
კონკურსის შედეგად შერჩეული პროგრამის მასწავლებელი მხარეთა შეთანხმებით დაზუსტებულ საჯარო სკოლაში დასაქმდება და თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დამატებით მიიღებს მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლების შერჩევის მიზნით.
კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად ატვირთოს:
მოთხოვნილი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:
1.განაცხადების განხილვა;
2.შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (დისტანციურად, Microsoft Teams-ის საშუალებით).
საჯარო სკოლაში სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება კონკრეტული საჯარო სკოლის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
