ასისტენტი გაყიდვების გუნდში
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- /საათები: ორშ–პარ: 10:00-18:00
სრული აღწერა
საერთაშორისო ჰოლდინგი "სისნო გრუფი" წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი გუნდი მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისგანაა დაკომპლექტებული. კომპანიის წინსვლა და წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული კადრის წინსვლასა და წარმატებაზე.
თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების გაყიდვებით, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა და წარმოება და ფლობთ ინგლისურ ენას, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღიაა.
კომპანიის გთავაზობთ ფიქსირებულ ხელფასს + საპროცენტო განაკვეთს თითოეული შესრულებული ოპერაციიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
უძრავი ქონების შეძენით/ქირავნობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა და წარმოება (თქვენი უშუალო მენეჯერი მოგაწვდით უძრავი ქონების და მისი შეძნით/ქირავნობით დაინტერესებული პირების მონაცემებს, შესაბამისად, მათი მოძიება არ მოგიწევთ, თქვენი მთავარი ამოცანა შეხვედრების წარმოება იქნება)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
- ეფექტური კომუნიკაციის და გამართული მეტყველების უნარი;
ფინანსური პირობები: ხელფასი: 1200 ლარი (მოჭრილი) + ბონუსი (ბონუსი საშუალოდ არის 500$), ასევე, კომპანია იხდის საშემოსავლო გადასახადს და საპენსიო დანაზოგს 4%-ს.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00.
ლოკაცია: თბილისი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: sisno.cv@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
