არქიტექტურის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- დუშეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
არქიტექტურის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დუშეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ახორციელებს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას დუშეთის მუნიციპალიტეტრის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილ ტერიტორიაზე;
- არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვების მომზადებას;
- მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას, ასევე გადაწყვეტილების მომზადებას იმ შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესათანხმებლად, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მათ შორის უზრუნველყოფს I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე;
- წერილობითი თანხმობის მომზადებას, ახორციელებს ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობათა ლეგალიზების თაობაზე საქმისწარმოებას;
- თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების, სამსახურის უფროსისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დადგენილება №11, 31.07.2026წ).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დუშეთი. რუსტაველის ქ.27
საკონტაქტო ტელეფონები:
557974791
საკონტაქტო პირი:
მარიამ ველთაური
დამატებითი მოთხოვნები:
2 (ორწლიანი) სამუშაო გამოცდილება - არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით;
კომპლექსური აზროვნება; ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ურთიერთთანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი; ინფორმაციების შეგროვების და ანალიზის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
