არქიტექტორი
- ქალაქი
- ფოთი
სრული აღწერა
ჩვენ ვართ Studio 9 - all in one არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ქმნის მასშტაბურ და კონტექსტზე დაფუძნებულ არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია საქართველოს ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ფოთში ოპერირებს, სადაც ჩვენი გუნდები რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობენ.
13+ წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 65-ზე მეტ სპეციალისტს და მართავს პროცესს სრულ ციკლად - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რეალიზაციამდე.
სტუდიის პორტფოლიო მოიცავს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ურბანულ გენგეგმებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციასა და კერძო საცხოვრებელ არქიტექტურას.
კომპანიის ვებგვერდი : www.studio9.ge
მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
· საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
· არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
· პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა;
· 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
· საზედამხედველო პროცედურების განხორციელება.
· მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
· მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
· აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD)
· ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit)
პიროვნული თვისებები :
· გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· კრეატიულობა;
· პუნქტუალურობა;
· კომუნიკაბელურობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Studio 9" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - არქიტექტორი, ქალაქში - ფოთი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

