აისინქი
მშენებლობაარქიტექტორი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-19:00 სთ
სრული აღწერა
არქიტექტურული კომპანია "ISYNC" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
პროექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ესკიზის შედგენა-დამუშავება, დეტალიზაცია;
- საპროექტო დავალების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
- დეტალური არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის მომზადება.
- პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
- პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- III და IV კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან;
- Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
- ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.
- პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი);
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (რეზიუმეს და პორტფოლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მბ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.): careers@isync.ge. ან შეავსეთ შესაბამისი ფორმა ვებსაიტზე. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
