მოდერნ ლაინი
მშენებლობაარქიტექტორი
გამოქვეყნდა 25 სექბოლო ვადა: 25 ოქტ
სრული აღწერა
"მოდერნ ლაინი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა
- არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, ფასადის კონსტრუქტორების ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან
- საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება
- კომპანიის პროდუქციის შესწავლა
- სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით
- არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
- მრავალბინიან პროექტზე მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია, ArchiCAD პროგრამასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
- ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, 3D MAX - პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
- Revit - ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: modernline.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
