არქიტექტურული კომპანია მიდამო
მშენებლობაარქიტექტორი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- გამოცდილება
- მინიმუმ 2 წელი
სრული აღწერა
არქიტექტურული კომპანია "მიდამო" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება არქიტექტურის მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება — მინიმუმ 2 წელი
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, ArchiCAD
ფუნქცია-მოვალეობები:
- არქიტექტურული პროექტის მომზადება მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით
- პროექტის მომზადების პროცესში მომიჯნავე სპეციალისტებთან (კონსტრუქტორი, საინჟინრო კომუნიკაციების ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობა
- პროექტის მომზადების პროცესში 41-ე და 732-ე დადგენილებების ექსპერტებთან თანამშრომლობა შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად
- სრულად მომზადებული პროექტის არქიტექტურის სამსახურში ატვირთვა, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება
- სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზებისა და კვანძების შემუშავება
- მასალათა უწყისის მომზადება
- პროექტის საპრეზენტაციო მასალების მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
განაცხადის გამოგზავნა:
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 30 ნოემბრამდე გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: info@midamoarchitecure.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან შერჩეული კანდიდატები.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
