არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა
გამოქვეყნდა 17 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
“თიბისი”აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა:02 /11/2026
დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა:
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- პოზიცია პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, ბექ ოფისების, საკასო ცენტრების, სამუშაო სივრცეების, საწყობებისა და სხვა ობიექტების არქიტექტურულ დაგეგმვაზე, პროექტირებაზე, სარემონტო-სამშენებლო პროექტების კოორდინაციასა და ბანკის ერთიანი არქიტექტურული სტანდარტების დაცვაზე.
- როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება
- ახალი ფილიალების, ბექ ოფისების, სამუშაო სივრცეების, საკასო ცენტრების, საწყობებისა და სხვა ობიექტების სივრცის ანალიზი და პროექტირება;
- არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება;
- ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, სარეკლამო აბრებისა და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება;
- ბანკის არქიტექტურულ, ფუნქციურ და ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- პროექტების მართვა და კოორდინაცია
- პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოების, IT და სხვა ფუნქციურ გუნდებთან;
- გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;
- სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
- პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.
- ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
- ბანკის ფილიალებსა და ოფისებში არქიტექტურული, ვიზუალური და ბრენდული სტანდარტების მონიტორინგი;
- ავეჯის, სარეკლამო ელემენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.
- რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;
- შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;
- საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.
- პროცესების განვითარება
- ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;
- თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია Archi CAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალისაციისათვის სხვა პროგრემების ცოდნაც)
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: smrtr.io — ბმულის გახსნა https — ბმულის გახსნა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი
- საგანმანათლებლო პროგრამები
- არქიტექტურა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

