არქიტექტორი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
სრული აღწერა
კომპანია ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: არქიტექტორი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა
როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას კონტრაქტორებთან ერთად , ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება
- არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება ან კორექტირება.
- ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, დიზაინის ელემენტების და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება;
პროექტების მართვა და კოორდინაცია
- პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, ხელმძღვანელებთან.
- გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;
- სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
- პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.
ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
- ავეჯის და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.
რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;
- შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;
- საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.
პროცესების განვითარება
- ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;
- თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია Archi CAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალისაციისათვის სხვა პროგრემების ცოდნაც)
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- Ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად:
- ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: „არქიტექტორი – სახელი, გვარი“
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული,რუსული,ინგლისური
- ენები
- ქართული, რუსული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
