არქიტექტორი
სრული აღწერა
კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
- დამკვეთებთან კომუნიკაცია, საპროექტო დავალების ჩამოყალიბება;
- ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან;
- ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;
- სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
- მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
- კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Revit-ში;
- პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დროის ეფექტური მართვა;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური და პასუხისმგებლობიანი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და ენერგიული;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
- პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "არქიტექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
