არასამედიცინო ანდერაიტინგის უფროსი
- მისამართი
- თბილისი, ვაჟა-ფშაველას 55ა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-18:00
- ბენეფიტები
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს
სრული აღწერა
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ანდერაიტინგის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 55ა
სამუშაო ფორმატი: on-site
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული და საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან მიღებული სადაზღვევო განცხადებების დამუშავების, რისკების გამოვლენისა და ანდერაიტინგული კვოტირების პროცესის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი.
- არასამედიცინო დაზღვევის პროდუქტების რისკების სიღრმისეული ანალიზი, შეფასება და ადეკვატური სადაზღვევო (ანდერაიტინგის) ტარიფების შემუშავება/დამტკიცება.
- არასამედიცინო დაზღვევის პროდუქტებისთვის სატარიფო სქემების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და მათი პერიოდული ვალიდაცია ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით.
- არასტანდარტული სადაზღვევო ხაზის განაცხადების განხილვის პროცესის მართვა და რისკის სირთულიდან გამომდინარე გადაზღვევის ტიპის განსაზღვრა (სტანდარტული, არასტანდარტული, ფაკულტატური).
- ყველა არასტანდარტული სადაზღვევო პოლისის დეტალური გადამოწმება და საბოლოო ვიზირება.
- ანდერაიტინგული კვოტირების კოორდინაცია — გაყიდვების გუნდთან ერთად ოპტიმალური შეთანხმების მიღწევა ან ალტერნატიული ტარიფის/პირობების შემუშავება კომპანიის რისკიდან გამომდინარე.
- პორტფელის ზარალიანობის მაჩვენებლების (Loss Ratio) მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- აზროვნების სისხარტე;
- პრობლემების იდენტიფიცირების და დამოუკიდებად გადაჭრის უნარი
- შედეგზე ორიენტირებული;
- დროის მართვის უნარი;
- მოქნილი ცვლილებების მიმართ;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV).
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - არასამედიცინო ანდერაიტინგის უფროსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

