Apex Support Services
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800–3 100 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ
Apex Support Services არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ონლაინ პლატფორმების მომხმარებელთა მხარდაჭერაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ 32-ზე მეტ კომპანიასთან და ვთავაზობთ 24/7 საათიან მხარდაჭერას როგორც ჩატის, ასევე ცხელი ხაზის ფორმატში. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე და მუდმივად ვითარდებიან თანამედროვე კომუნიკაციის სტანდარტების შესაბამისად.ძირითადი მოვალეობები
- ონლაინ ჩატის და ცხელი ხაზის საშუალებით მომხმარებელთა შეკითხვებზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა
- მომხმარებლის პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება
- კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
- მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და გადაცემა შესაბამის დეპარტამენტებთან
- სტანდარტული პროცედურებისა და კომუნიკაციის ეტიკეტის დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში
- მრავალფეროვან მომხმარებლებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაცია
- მონაცემების ზუსტი და დროული დაფიქსირება შიდა სისტემებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო — მზადყოფნა სწრაფად ისწავლოთ და განვითარდეთ
- კომუნიკაციის კარგი უნარები ქართულ ენაზე (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად)
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა და სწრაფი ათვისების უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და გუნდური მუშაობის უნარი
უპირატესობები და ბენეფიტები
- სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო მცირე, მოტივირებულ გუნდში
- სხვადასხვა მაღაზიებში შეძენის სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები
- პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მომხმარებლის მხარდაჭერის სფეროში
- თანამედროვე ოფისი თბილისის ცენტრალურ ლოკაციაში
ანაზღაურება
- ფიქს 1800-3100₾ - მდე + 3-5-7% + Weekly Bonuses ( as cash $/₾ )
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მომხმარებლის მხარდაჭერა, კომუნიკაცია
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

