ანგარიშსწორების სპეციალისტი
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA “ანგარიშსწორების სპეციალისტს” პარტნიორი კომპანიისთვის:
· სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
· სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
· ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
· ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის შესახებ
ვეძებთ ანგარიშსწორების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან, პარტნიორ ბანკებთან და მერჩანტებთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცესების მართვაზე, კონტროლსა და რეკონსილაციაზე. პოზიცია მოიცავს ფინანსური მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფას, შეუსაბამობების გამოვლენასა და ანგარიშსწორების პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან (Visa, Mastercard) ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის წარმოება და კონტროლი;
- პარტნიორ ბანკთან ყოველდღიური ანგარიშსწორების განხორციელება და ფინანსური მონაცემების გადამოწმება;
- კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე, თანხების მოძრაობისა და ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;
- ციფრული საფულის (Wallet) და საბარათე ოპერაციების ფინანსური მონაცემების შედარება და რეკონსილაცია;
- ელექტრონული კომერციის მერჩანტებთან ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი, ჩასარიცხი თანხების, საკომისიოებისა და ანგარიშსწორების ვადების სისწორის გადამოწმება;
- მერჩანტებთან ანგარიშსწორების მონაცემების პარტნიორი ბანკის ფინანსურ ანგარიშებთან შედარება;
- საგადახდო სისტემებიდან, პარტნიორი ბანკებიდან და სხვა მომსახურების პროვაიდერებიდან მიღებული ფინანსური რეპორტების დამუშავება;
- მიღებული ინვოისების აღრიცხვა და დარიცხული საკომისიოებისა და სხვა ხარჯების სისწორის გადამოწმება;
- ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია;
- საბარათე ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკომისიოების კონტროლი;
- ყოველდღიური და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- საგადახდო სისტემებთან, პარტნიორ ბანკებთან, მერჩანტებთან და კომპანიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან ოპერაციული საკითხების კოორდინაცია;
- ანგარიშსწორებისა და რეკონსილაციის პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ბანკში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (PSP) ან საპროცესინგო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშსწორების ან რეკონსილაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო კომუნიკაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავებისთვის;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- Visa-სა და Mastercard-ის ქლირინგისა და ანგარიშსწორების პროცესების ცოდნა;
- საგადახდო სისტემების ფინანსურ რეპორტებთან და ინვოისებთან მუშაობის გამოცდილება;
- ავტომატიზებულ რეკონსილაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ილარია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანგარიშსწორების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

