ანგარიშსწორების განყოფილების უფროსი
- მისამართი
- თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
სრული აღწერა
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ანგარიშსწორების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:
- ბანკის საკორესპონდენტო ქსელის ანალიზი და ახალი საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარება, ბანკის საკორესპონდენტო ხარჯების მინიმიზაცია, მომსახურების ხარისხის ამაღლება, საგადახდო სისტემებთან დაკავშირებული სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და ბანკის სისტემაში საჭირო ცვლილებების დროულად დანერგვის უზრუნველყოფა;
- როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში, ლოკალური და საერთაშორისო სისტემებით (მაგ. „RTGS“, „SWIFT“და სხვა) ანგარიშსწორების ოპერაციების ზუსტად და ოპერატიულად წარმოება/კონტროლი;
- რეზიდენტი და არარეზიდენტი კორესპონდენტი ბანკების ლორო და ნოსტრო ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება, საბანკო ამონაწერების დამუშავება/კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პირველადი დოკუმენტაციის ბანკში დადგენილი სახით ფორმირება და ორგანიზებული არქივაცია;
- ხაზინის მიერ მოწოდებული სხვადასხვა სახის (ბანკთაშორისი ოპერაციები) დავალების შესასრულებლად მიღება;
- ბანკის ციფრული არხებით მიღებული კლიენტის დავალებების ადმინისტრირება, ავტორიზაცია;
- ბანკის ციფრული არხებით მოსარგებლე კლიენტების მხარდაჭერა როგორც პროცედურული ასევე ტექნიკური კუთხით;
- კომპეტენციის ფარგლებში შესრულებელი/შესასრულებელი ოპერციების და პროცესების ადმინისტრირებისა და კონტროლის გაუმჯესებობის მიზნით, ბანკის პროგრამულ უზრუნველყოფაში სხვადასხვა ანგარიშგებების, ტექნოლოგიების დანერგვა, პროცესების და სტანდარტების შემუშავება;
- სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო სფეროში);
· კომპიუტერული პროგრამები - MS Office-ის ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური) ცოდნა სავალდებულოა;
სპეციფიური ცოდნა:
- პროგრამებში /SWIFT/RTGS მუშაობის გამოცდილება
- ISO20022 სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში;
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ (ს/ნ 201955027; მის.: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2; ტელ: 995 322 242 242; : ) ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების (როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, განათლება, პროფესიული აქტივობები/მიღწევები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) დამუშავებას (მათი მიღების, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის თუ წაშლა/განადგურების ფორმით) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების (შერჩევის პროცესის დასრულების) ვადით და შემდგომ იშლება/ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადით. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი უფლებები დაცულია. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას შეწყდება თქვენი მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძლებთ კონკურსში მონწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურსს. თანხმობის გამოხმობის მიზნით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე.
ბანკის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ აქ (კონფიდენციალურობის პოლიტიკა silkbank.ge — ბმულის გახსნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Silk Bank" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანგარიშსწორების განყოფილების უფროსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

