გლობალ ასისტენს ჯორჯია
ადმინისტრაციაანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 25 ნოე
- ანაზღაურება
- 2 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 19:30 (1 საათი შესვენება)
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
შეუერთდი Global Assistance Georgia-ს გუნდს, როგორც ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი.
Global Assistance Georgia ამერიკული კომპანიის ნაწილია, რომელიც ევროპაში №1 პოზიციას იკავებს და წარმოდგენილია 11 ქვეყანაში - 18 ოფისითა და 196-ზე მეტი თანამშრომლით. ჩვენ ვვითარდებით და ვეძებთ მომავალ ფრანგულენოვან ანგარიშის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება დინამიურ გუნდს საერთაშორისო პერსპექტივით.
რა გვჭირდება:
- ლიდერული და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები;
- პროაქტიულობა, პრობლემების იდენტიფიცირებისა და კლიენტებთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;
- მაღალი დატვირთვის პირობებში ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობა;
- განვითარების სურვილი;
- ფრანგულ ენაზე გამართული კომუნიკაციის, ორგანიზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომპიუტერისა და სტანდარტული საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროგრამაში მუშაობა, ძირითადი ანგარიშების მართვა და კლიენტებთან კომუნიკაცია პროცესის ეტაპების შესახებ;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- პროცესის ნებისმიერ ეტაპზე პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;
- დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი და იურისტების დროული ინფორმირება
რას გთავაზობთ:
- ოფიციალურ დასაქმებას, სტაბილურობასა და დროულ ანაზღაურებას: 2 200 ლარი თვეში;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურებადი შვებულებას: 24 კალენდარული დღე წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად);
- კორპორატიულ ტელეფონს, სრულად აღჭურვილ სამუშაო სივრცესა და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას სწრაფად მზარდ საერთაშორისო ჯგუფში;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 19:30 (1 საათი შესვენება)
პარასკევი 10:00 - 16:00
მარტივი და გამჭირვალე შერჩევის პროცესი:
- რეზიუმეს განხილვა;
- გასაუბრება - ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად;
- ფინალური გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
გამოგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: globalassistancegeorgia@gmail.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფრანგულენოვანი ანგარიშის მენეჯერი"
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2200
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება
- ენები
- ქართული,ფრანგული
- ენები
- ქართული, ფრანგული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
