ანესთეზიოლოგი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი
- ბენეფიტები
- პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს · თანამშრომლობას საერთაშორისო სამედიცინო ქსელის ფარგლებში · ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
სრული აღწერა
22-10-2026 - 20-11-2026
Gaia IVF Clinic, რეპროდუქციული მედიცინისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო პაციენტებთან და სთავაზობს მათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის წინასაოპერაციო ანესთეზიოლოგიური შეფასება;
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით ანესთეზიის შესაბამისი მეთოდის შერჩევა;
- ანესთეზიის ჩატარება სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევების დროს;
- პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების უწყვეტი მონიტორინგი პროცედურის მიმდინარეობისას;
- პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა პროცედურის წინ, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ;
- პოსტანესთეზიური მდგომარეობის შეფასება და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
- კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ანესთეზიოლოგის შესაბამისი სპეციალობა და საქმიანობისთვის აუცილებელი მოქმედი სერტიფიკატი;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პაციენტის უსაფრთხოების პრინციპებისა და კლინიკური პროტოკოლების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლობას საერთაშორისო სამედიცინო ქსელის ფარგლებში;
- ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Gaia IVF Clinic" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

