ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით
- ქალაქი
- ქუთაისი, ვანი
სრული აღწერა
ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით
🎯 თუ ხარ:
- დაინტერესებული ფინანსებით, საბანკო საქმიანობითა და გაყიდვებით;
- კომუნიკაბელური, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი;
- მზად ახალი გამოწვევებისა და პროფესიული განვითარებისათვის;
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
💼 კრისტალი გთავაზობს 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას საკრედიტო მიმართულებით, სადაც:
- მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას;
- შეისწავლი საკრედიტო პროცესებს გამოცდილი პროფესიონალების მხარდაჭერით;
- განივითარებ კარიერისთვის მნიშვნელოვან პროფესიულ და პიროვნულ უნარებს;
- გახდები ჩვენი დიდი და წარმატებული გუნდის წევრი.
📍 ლოკაცია: ქუთაისი, ვანი
🕒 გრაფიკი: მოქნილი სტაჟირების პერიოდში; სრული განაკვეთი სტაჟირების წარმატებით დასრულებისა და დასაქმების შემთხვევაში.
📅 ხანგრძლივობა: 3 თვე
კრისტალი გთავაზობს:
✅ ანაზღაურებად სტაჟირებას;
✅ რეალურ პროექტებსა და ბიზნესპროცესებში ჩართულობას;
✅ მენტორის მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებას;
✅ კარიერული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობას;
✅ სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პირდაპირ დასაქმებას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
თუ თვლი, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და აღნიშნული შესაძლებლობა შეესაბამება შენს ინტერესებსა და პროფესიულ მიზნებს, შეავსე განაცხადი 13 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდე ჩვენს ზარს!
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პროცესში. კანდიდატები და თანამშრომლები ფასდებიან მათი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციების საფუძველზე, რასის, რელიგიის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნებისმიერი ნიშნის მიუხედავად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი კრისტალი აცხადებს სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით - ქუთაისი, ვანი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

