ანაზღაურებადი HR სტაჟირება
- ანაზღაურება
- 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, ე. თავაძის ქ. #14
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 7 საათიანი გრაფიკი (სწავლასთან ხელშეწყობით)
- ბენეფიტები
- კომპანიაში არსებული ყველა ბენეფიტი (დაზღვევა, თანამშრომლის ფასდაკლება, ფიტპასი და ა.შ.)
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
შემოუერთდი გეფას HR სტაჟირების პროგრამას 🚀
ჩვენ შესახებ:
„გეფა“ საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა ფარმაცევტული საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. კომპანია ჯორჯია კაპიტალის (GCAP) ჯგუფის წევრია, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში.
„გეფას“ ეკოსისტემა აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
დღეს „გეფა“ აერთიანებს 5,000-მდე თანამშრომელს და ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც ადამიანების განსხვავებული გამოცდილება, ცოდნა და უნიკალური შესაძლებლობები საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება.
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ორგანიზაცია იწყება ადამიანებით. ამიტომ მუდმივად ვქმნით შესაძლებლობებს ახალი თაობის პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა, განვითარება და რეალურ სამუშაო გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.
სტაჟირების პროგრამის შესახებ:
“გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას ტალანტების მოზიდვა/შერჩევის მიმართულებით კომპანიის ცენტრალურ საწყობში.
სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც კარიერის დასაწყისში არიან და სურთ HR-ის სფეროს უკეთ გაცნობა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული უნარების განვითარება.
სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნება, გაეცნო HR-ის ყოველდღიურ საქმიანობას, ჩაერთო რეალურ სამუშაო პროცესებში, იმუშაო გამოცდილ პროფესიონალებთან და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო.
პროგრამის მიზანია:
- HR-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
- პროფესიული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
- რეალურ სამუშაო გარემოში სხვადასხვა HR პროცესის გაცნობა;
- გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა;
- საკუთარი ინტერესებისა და პროფესიული შესაძლებლობების უკეთ აღმოჩენა;
- კარიერის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვება.
რას მიიღებ ჩვენთან?
🌱 რეალურ გამოცდილებას - ჩაერთვები ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში და არა მხოლოდ თეორიულად გაეცნობი სფეროს;
🤝 გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას - ისწავლი პროფესიონალებისგან და მიიღებ პრაქტიკულ უკუკავშირს;
💡 იდეების რეალიზების შესაძლებლობას - შენი ინიციატივები და ახალი ხედვები ჩვენთვის მნიშვნელოვანია;
📚 პროფესიულ განვითარებას - გაიუმჯობესებ როგორც პროფესიულ, ისე საკომუნიკაციო და ორგანიზაციულ უნარებს;
🚀 კარიერული განვითარების შესაძლებლობას - საუკეთესო შედეგის შემთხვევაში, სტაჟირება შესაძლოა გახდეს „გეფაში“ შენი პროფესიული კარიერის პირველი ნაბიჯი.
რა პირობებს გთავაზობთ?
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე. შესაძლებელია გაგრძელება ჯამში 1 წლამდე პერიოდით;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 7 საათიანი გრაფიკი (სწავლასთან ხელშეწყობით);
- სტაჟირების ანაზღაურება: 500 ლარი;
- ბენეფიტები: კომპანიაში არსებული ყველა ბენეფიტი (დაზღვევა, თანამშრომლის ფასდაკლება, ფიტპასი და ა.შ.);
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ე. თავაძის ქ. #14.
შენს მომავალ მიმართულებაში გაეცნობი და ჩაერთვები:
- კანდიდატების მოძიებაში სხვადასხვა არხის გამოყენებით;
- კანდიდატების ბაზების აქტიურ წარმოებასა და განახლებაში;
- პირველადი ინტერვიუების ჩატარებაში;
- შერჩეული კანდიდატების პროცესის ყოველდღიურ მონიტორინგში, შესაბამის ბაზებში ინფორმაციის ასახვასა და რეპორტინგში;
ჩვენ განსაკუთრებით დაგვაინტერესებ, თუ:
- გსურს დაიწყო ან განავითარო კარიერა ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით;
- გაგვიხარდება თუ გაქვს თეორიული ცოდნა ად. კაპიტალის მიმართულებით (უნივერსიტეტი, ტრენინგ-კურსი);
- ხარ მოტივირებული ისწავლო და ახალი გამოცდილებები მიიღო;
- ხარ კომუნიკაბელური, ემპათიური და ადამიანებთან ურთიერთობა გსიამოვნებს;
- გამოირჩევი პასუხისმგებლობის გრძნობითა და ორგანიზებულობით;
- გაქვს ახალი იდეების გენერირებისა და ინიციატივის გამოჩენის სურვილი;
- შეგიძლია ეფექტურად იმუშაო როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად;
- ფლობ საოფისე პროგრამებს საბაზისო დონეზე;
- მზად ხარ, ისწავლო, სცადო და ყოველდღიურად განვითარდე 🌱
მზად ხარ, პირველი პროფესიული ნაბიჯი ჩვენთან ერთად გადადგა? შემოგვიერთდი და დაიწყე შენი პროფესიული გზა გეფასთან ერთად 🚀
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანაზღაურებადი HR სტაჟირება - საწყობის ტალანტების მოზიდვა/შერჩევის მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

