ანალიტიკური დეპარტამენტის მკვლევარი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ანალიტიკური დეპარტამენტის მკვლევარი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
კატეგორია:
ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მონაწილეობს კვლევითი პროექტის/შეფასების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
ბ) კონკრეტული კვლევის მიზნიდან გამომდინარე აგროვებს ინფორმაციას (ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი);
გ) მონაწილეობს კვლევის შედეგების დამუშავებასა და კვლევის ანგარიშების მომზადებაში;
დ) მონაწილეობს კვლევის შედეგების შესახებ პრეზენტაციების მომზადებაში;
ე) აქტიურად მუშაობს სააგენტოს სამიზნე ჯგუფისთვის საჭირო მომსახურების მოძიებისა და პარტნიორთა ქსელის გაფართოების მიმართულებით;
ვ) მონაწილეობს სააგენტოს სამიზნე ჯგუფის საჭიროებების კვლევაში;
ზ) მონაწილეობს კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);
ბ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 42
საკონტაქტო ტელეფონები:
0322 222 800
საკონტაქტო პირი:
ნათია კვარაცხელია
დამატებითი მოთხოვნები:
ა) კვლევის დაგეგმვის, მონაცემთა დამუშავების, ანალიზის ან სტატისტიკის წარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
ბ) სასურველია კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Ms office Word; Ms office Excel; Ms. Office Outlook; Ms. Office PowerPoint; კომპიუტერული ანალიზის პროგრამების (Spss, Maxqda) და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის - „დესი“-ს ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). იმ შემთხვევაში თუ ცნობა გაცემულია უცხო ენაზე, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე; დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს რა სპეციალიზაციით მუშაობდა, ან მუშაობს აპლიკანტი;
- ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
- კანდიდატის კონკურსის რომელიმე ეტაპზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა;
- კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
