ანალიტიკოსი მონიტორინგის დეპარტამენტში
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე მონიტორინგის დეპარტამენტში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების მომზადება;
- დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და კონტროლის სისტემების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების წარმოება;
- ძირითად ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარაგების მართვისა და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სისხარტე და აკურატულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Nikora Trade" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანალიტიკოსი მონიტორინგის დეპარტამენტში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

