სოკარ ჯორჯია პეტროლეუმიანალიტიკოსი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30 -18:30
- ბენეფიტები
- კორპორატიული მობილური პაკეტი
სრული აღწერა
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში „ანალიტიკოსის“ პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, 300 არაგველის N24;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ანაზღაურება: 3000 Net.
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქციები:
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, არსებული მოთხოვნების (Queries) ანალიზი და კორექტირება ბიზნესსაჭიროებების შესაბამისად;
- სხვადასხვა წყაროდან (CRM, Google Analytics, social media და სხვ.) მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
- AI ინსტრუმენტების გამოყენება მონაცემთა ანალიზის ავტომატიზაციისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის;
- IT დეპარტამენტთან და დეველოპერებთან თანამშრომლობა მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად;
- მარკეტინგული კამპანიების წინასწარი შეფასება, შედეგების პროგნოზირება და ფინანსური ეფექტიანობის ანალიზი;
- მომხმარებელთა ქცევის, გაყიდვების, ლოიალობის პროგრამების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- მიმდინარე მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების ეფექტიანობის მონიტორინგი, KPI-ების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
- პერიოდული ანგარიშებისა და ინტერაქციული BI დაშბორდების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ანალიტიკის ან მსგავს პოზიციაზე;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
- SQL-ის საბაზისო ცოდნა (არსებული მოთხოვნების წაკითხვა და კორექტირება);
- CRM სისტემებთან და Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება;
- Power BI-ის, Looker Studio-ს ან ანალოგიური BI ინსტრუმენტების ცოდნა და დაშბორდების შექმნის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „ანალიტიკოსი“.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები
- ინგლისური,ქართული
- ენები
- ინგლისური, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
