ანალიტიკოსი
- მისამართი
- სათავო ოფისი
- მთავარი მოთხოვნა
- ექსელის მაღალ დონეზე და SQL-ის ცოდნა
- გამოცდილება
- ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში)
სრული აღწერა
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ანალიტიკოსი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 92 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
- კომპლექსური ანალიტიკა და ანალიტიკაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება;
- საკრედიტო/არასაკრედიტო/ციფრული პროდუქტების გაყიდვების ანალიტიკა, გაყიდვების პროგნოზირება და ჩაშლა სადისტრიბუციო არხების მიხედვით;
- დისტრიბუციის ცალკეული არხების ეფექტიანობის ანალიზი;
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- საკრედიტო/არასაკრედიტო/ციფრული პროდუქტების გაყიდვების ანალიტიკა, გაყიდვების პროგნოზირება და ჩაშლა სადისტრიბუციო არხების მიხედვით;
- პროდუტის გაყიდვის პროგნოზის, სამომავლო გათვლების გაკეთება მონაცემთა ბაზის ანალიზის საფუძველზე;
- პროდუქტების გაყიდვის მაჩვენებლების ანალიზი და ანალიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება პროდუქტის გაყიდვების მაქსიმიზაციისთვის.
- მიმდინარე პროექტების ანალიტიკურ კომპონენტში აქტიური ჩართულობა, გასაუმჯობესებელი ასპექტების გამოვლენა, მომგებიანობის გაზრდისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად.
- კამპანიების ( მათ შორის მარკეტინგული კამპანიები ) მხარდაჭერისთვის საჭირო ანალიტიკის განხორციელება, მონაცემთა ბაზების მართვა.
- კომპანიაში არსებული მონაცემების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების/თულების მომზადება;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
განათლება: უმაღლესი (სასურველია განათლება, მათემატიკის, სტატისტიკის და/ან ფინანსების, ბიზნესის მიმართულებით)
სამუშაო გამოცდილება: ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში)
ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint) და SQL-ის ცოდნა. სასურველია Power Bi-ში მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე და SQL-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ფლობა;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 1 ოქტომბერი, 2026 წელი.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანალიტიკოსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

