ანალიტიკისა და დაგეგმვის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 09:00 -18:00 სთ
- მისამართი
- სათაო ოფისი
სრული აღწერა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სპეციალისტის პოზიციაზე ანალიტიკისა და დაგეგმვის ჯგუფში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 -18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ნეტ)
ძირითადი მოვალეობები:
- აბონენტების დარიცხვა/შემოსავლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება.
- კომერციული სამსახურის წერილების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი.
- ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მონიტორინგი ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი.
- ბიუჯეტის შესრულებიდან გამომდინარე ახალი Forecast დაგეგმვა და მონიტორინგი.
- აბონენტების ბაზაში ასახული მრიცხველების მონიტორინგი/დაზიანებების ანალიზი.
- საყოფაცხოვრებო/არასაყოფაცხოვრებო დებიტორების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი.
- ერთჯერადად მოთხოვნილი ფაილები და ანალიტიკა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
- Ms Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ანალიტიკისა და დაგეგმვის სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

