ამწყობი-ზეინკალი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:00-18:00 სთ
- ბენეფიტები
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს · თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო)
სრული აღწერა
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ამწყობი-ზეინკლის პოზიციაზე.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
- თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
- კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
- კორპორაციულ ფიტპასს;
ფუნქცია-მოვალეობები:
- რთული კონფიგურაციის, თერმულად დაუმუშავებელი დეტალების, ნაკეთობების და კვანძების საზეინკლო დამუშავება;
- რთული აგრეგატების, საკონტროლო-მზომი ინსტრუმენტის აწყობა, რეგულირება და გამართვა;
- რთული კვანძების და დეტალების შემოწმება ნახაზებთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაზე;
- რთული დეტალების და კვანძების მონიშვნა (დაჩნევა);
- რთული საზეინკლო ინსტრუმენტის ალესვა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება ზეინკლის ან ტექნიკური მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ტექნიკური ნახაზების წაკითხვის და გაანალიზების უნარი;
- ძირითადი ინსტრუმენტებისა და მასალების ცოდნა;
- უსაფრთხოების წესების დაცვის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ტექნიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ამწყობი-ზეინკალი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
