AML ოფიცერი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 10:00 – 19:00
- მთავარი მოთხოვნა
- FinTech, Payments, Banking, Crypto ან სხვა ფინანსურ სექტორში AML მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს AML ოფიცერს.
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის მიზანი:
კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოების, რეგულაციებთან სრული შესაბამისობისა და ბიზნეს პროცესების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კრიპტო და ფინტექ სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
AML/CFT შესაბამისობა:
- კომპანიის საქმიანობის AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენცია;
- კომპანიის AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში, განახლებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
- მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებების ბიზნესპროცესებში ასახვის უზრუნველყოფა.
KYC / Customer Due Diligence:
- მომხმარებლების KYC პროცესების განხორციელებისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესების მონიტორინგი;
- Customer Due Diligence (CDD) და Enhanced Due Diligence (EDD) პროცედურების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
- მომხმარებელთა რისკ-პროფილების შეფასება და შესაბამისი რისკის კატეგორიის განსაზღვრა;
- მაღალი რისკის მომხმარებლებისა და PEP-ების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ტრანზაქციების მონიტორინგი:
- მომხმარებელთა ტრანზაქციების მონიტორინგი AML/CFT რისკების გამოვლენის მიზნით;
- საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- AML მონიტორინგის სისტემიდან მიღებული Alerts-ის განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
- გამოვლენილი შემთხვევების დოკუმენტირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.
საეჭვო საქმიანობის მართვა და ანგარიშგება:
- საეჭვო ოპერაციებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პროცედურების მიხედვით დამუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
- მარეგულირებელ და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა AML/CFT საკითხებთან დაკავშირებით.
რისკების მართვა და შიდა კონტროლი:
- AML/CFT რისკების პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- მომხმარებლების, პროდუქტებისა და ტრანზაქციების რისკების ანალიზი;
- AML/CFT კონტროლების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
- გამოვლენილი რისკებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი გუნდებისა და მენეჯმენტის ინფორმირება.
შიდა გუნდებთან თანამშრომლობა:
- Compliance, Legal, Risk, Operations, Finance და Customer Support გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ახალი პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნესპროცესების AML/CFT რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
- თანამშრომლების AML/KYC საკითხებზე ინფორმირებისა და შესაბამისი ტრენინგების მხარდაჭერა;
- კომპანიის შიდა AML დოკუმენტაციისა და ჩანაწერების სათანადო წარმოების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება AML/Compliance მიმართულებით;
- აუცილებელია FinTech, Payments, Banking, Crypto ან სხვა ფინანსურ სექტორში AML მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
- AML/CFT-ის ძირითადი პრინციპებისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების კარგი ცოდნა;
- KYC, CDD, EDD, PEP და Sanctions Screening პროცესების პრაქტიკული ცოდნა;
- ტრანზაქციების მონიტორინგისა და საეჭვო ოპერაციების გამოვლენის გამოცდილება;
- AML რისკების შეფასებისა და ანალიზის უნარი;
- მარეგულირებელ მოთხოვნებთან მუშაობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა, განსაკუთრებით წერითი მიმართულებით;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სწრაფად ცვალებად FinTech გარემოში მუშაობის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - AML ოფიცერი ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

