AML ოფიცერი
გამოქვეყნდა 13 ნოებოლო ვადა: 13 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 10:00 - 19:00
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AML ოფიცერის პოზიციაზე პარტნიორი კომპანიისთვის:
- სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
- ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის (KYC/CDD) პროცესში მონაწილეობა და დოკუმენტაციის სრულყოფილების კონტროლი;
- ყოველდღიური ტრანზაქციული აქტივობების მონიტორინგი საეჭვო/უჩვეულო ოპერაციების გამოვლენის მიზნით;
- სანქცირებულ პირთა სიებთან (OFAC, EU, UN და სხვ.) და PEP (პოლიტიკურად აქტიური პირები) ბაზებთან გადამოწმება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
- გამოვლენილი საეჭვო შემთხვევების პირველადი ანალიზი და უფროსი სპეციალისტებისთვის/ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
- შიდა რეესტრების წარმოება და დოკუმენტბრუნვის სიზუსტის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსები, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა ან ბიზნესის ადმინისტრირება);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზოგადი ცოდნა;
- დეტალებზე განსაკუთრებული ორიენტირებულობა, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- MS Excel-ის ცოდნა;
- სასურველია, საბანკო, ფინტექ ან საგადახდო სისტემების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- AML/KYC მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ილარია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - AML ოფიცერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



