AML კანონმდებლობასთან შესაბამისობის ოფიცერი
- ქალაქი
- თბილისი
- გამოცდილება
- საბანკო სფეროში, ანალოგიურ ან მსგავს/დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი
სრული აღწერა
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია:AML კანონმდებლობასთან შესაბამისობის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- კანონით გათვალისიწნებული მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/ტრანზაქციების და გარიგებების ყოველდღიური მონიტორინგი (კანონი ფულის გათეთრების წინააღმდეგ);
- მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/ტრანზაქციების და გარიგებების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ინფორმაციის შენახვა;
- შემოწმების ჩატარება სხვადასახვა ტიპის სანქციების წინააღმდეგ EU, OFAC და სხვა (BLS-ში დაბლოკილი კლიენტების მონიტორინგი, დროული და შესაბამისი რეაგირება);
- საეჭვო პირების/ტრანზაქციების/ოპერაციების გამოვლენა და მათი რეპორტი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
- FMS-იდან მიღებულ წერილებზე დროული რეაგირება;
- ნაღდი ფორმით განხორციელებულ ტრანზაქციებთან მიმართებაში (კონვერტაციები/სწრაფი ფულადი გზავნილი) შიდა პროცედურებით განსაზღვრული ინფოს მოძიება, მონიტორინგი და აღრიცხვა/შენახვა;
- იურიდიული პირების საბუთების შემოწმება;
- კლიენტებისგან დამატებითი ინფორამციის მოთხოვნა, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციების კონტროლი, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
- ანალიტიკური ანგარიშის მომზადება და მენეჯერთან წარდგენა;
- რეკომენდაციების მომზადება კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე;
- AML-ის საკითხებში უშუალო უფროსისგან მიღებული დავალებების შესრულება;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
განათლება: უმაღლესი, პრიორიტეტი მიენიჭება ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების/ბუღალტერიის/საოპერაციო/AML მიმართულებას;
სამუშაო გამოცდილება: საბანკო სფეროში, ანალოგიურ ან მსგავს/დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი;
ცოდნა და უნარები:
- MS Excel სრულყოფილად ცოდნა (I, II, III დონე);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- AML კანონის და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების და ნორმატიული აქტების ცოდნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 ნოემბერი, 2026.
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - AML კანონმდებლობასთან შესაბამისობის ოფიცერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

